- Advertisement -

სანკტ-პეტერბურგის კოლექციის უნიკალურ ქართულ-ბერძნულ ხელნაწერებზე კრებული მომზადდა

526

შოთა რუსათველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მკვლევარებმა, შეისწავლეს და გამოსაცემად მოამზდეს კრებული სანკტ-პეტერბურგის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულ ქართულ-ბერძნულ ხელნაწერებზე. ამის შესახებ ინფორმაციას, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. 

სამინისტროში განმარტავენ, რომ მე-15 საუკუნით დათარიღებული ქართულ-ბერძნული ხელნაწერი უნიკალურია თავისი შედგენილობით. არც ქართულ ხელნაწერ ტრადიციაში და არც ბიზანტიურში არ მოიპოვება სხვა მსგავსი ტიპის ნუსხა.

"კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ხელნაწერი შექმნილია სამცხის საათაბაგოს ცნობილი ისტორიული პიროვნების ყვარყვარე ათაბაგისთვის, რომელიც თავისი ღვაწლით გამორჩეული ფიგურა იყო. ხელნაწერის შექმნაში მონაწილეობდნენ პონტოდან გადმოსახლებული ბერძენი მღვდელ მონაზონი, რომელიც შემდგომში აწყურის ეპისკოპოსი გახდა და ქართველი მწიგნობარი.

ხელნაწერი ორი კულტურული ტრადიციის ბერძნულ-ბიზანტურის და ქართულის ერთიანობაა და პოლიტიკური თვალსაზრისთაც მნიშვნელოვანია, რადგან ათაბაგების პოლიტიკური მოღვაწეობა მჭიდროდ არის დაკავშირებული პოსტბიზანტიური ტრადიციების გაგრძელების მცდელობასთან როგორც პოლიტიკურ ისე, ლიტერატურულ ასპარეზზე. ხელნაწერში ასახულია ათონის მხატვრულ-იკონოგრაფიული სტილის გავლენა და იმავდროულად ინოვაციური სტილი",-აღნიშნავენ განათლების სამინისტროში. 

Comments
Loading...