- Advertisement -

საოკუპაციო ხაზთან გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

607

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთისა და ოკუპირებულ სოფელ ქსუისის გასაყართან გაჩნდა. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, მერეთში ცეცხლის ჩაქრობა ქართველმა მეხანძრეებმა მალევე მოახერხეს.

ადგილზე იმყოფებოდა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რომელმაც განაცხადა, რომ ქართული მხარე მზადაა ოსურ მხარეს ცეცხლის კერების ჩაქრობაში დაეხმაროს. 

"ჩვენი მხრიდან მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, სამწუხაროდ ამ ორ სოფელს ეს რკინის ღობე ყოფს.

ჩვენ მზად ვართ ცეცხლის კერების ჩაქრობაში დავეხმაროთ ოსურ მხარეს.“ – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა.

გამგეობის ინფორმაციით, რუსი ე.წ. მესაზღვრეები და ცხინვალის სახანძროს თანამშრომლები ხანძრის ლოკალიზებას სოფელ ქსუისის ტერიტორიაზე ერთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ. ცეცხლი ხმელ ბალახს გაუჩნდა, არსებობდა საშიშროება, რომ ხანძარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დასახლებულ პუნქტამდე გავრცელებულიყო.

ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ამ დროისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცეცხლის კერების გაღვივების საშიშროება აღარ არსებობს.

Comments
Loading...