- Advertisement -

საოკუპაციო ხაზთან მოსახლეობა მოსავალს პოლიციის თანამშრომლების თანხლებით იღებს

439

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ზემო სობისში, ბერშუეთში, კნოლევში, ატოცში, ორჭოსანში, დვანში და სხვა მიმდებარე სოფლებში ადგილობრივებს მოსავლის უსაფრთხოდ აღებაში ეხმარებიან. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. 

ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთების დამუშავება და მოსავლის აღება პოლიციის დაცვის ქვეშ მიმდინარეობს.

Comments
Loading...