- Advertisement -

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტთან კონსულტაციებს არ ესწრება

453

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან საკონსტიტიციო პროექტთან დაკავშირებით დაგეგმილ შეხვედრას არ ესწრება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე დაიწყო შეხვედრა პრეზიდენტსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის.

აუდიენციისას მხარეებმა კონსტიტუციური პროექტი უნდა განიხილონ, რომელიც პარლამენტმა უკვე დაამტკიცა 117 ხმით.

პრეზიდენტმა მმართველ გუნდს და ოპოზიციას კონსულტაციების გამართვისკენ 26 სექტემბერს მოუწოდა.

Comments
Loading...