- Advertisement -

საპირფარეშოს მოუწესრიგებლობისა და სხვა დარღვევების გამო 3 სკოლის დირექტორი გაათავისუფლეს

564

"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონიტორინგის სამსახურისა და შიდა აუდიტისდეპარტამენტის შემოწმების შედეგად გათავისუფლდა: თბილისის 151-ე, 23-ე და სამტრედიის მეოთხე სკოლის დირექტორები", – ამის შესახებ ინფორმაციას "აიპრესს" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაუდასტურა.

"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონიტორინგის სამსახურისა და შიდა აუდიტისდეპარტამენტის შემოწმების შედეგად, რიგ სკოლებში სხვა დარღვევებთან ერთად, გამოვლინდა სველწერტილებთან, კერძოდ, საპირფარეშოს ჰიგიენის პრობლემები. შედეგად, გათავისუფლდა: თბილისის 151-ე, 23-ე და სამტრედიის მეოთხე სკოლის დირექტორები.

საპირფარეშოების ჰიგიენასთან დაკავშირებით, გაფრთხილება მიეცა მარნეულის მე -3, მარნეულის სოფელჯანდარის და ყაზბეგის სოფელ არშის სკოლებს.მითითება მიეცა მარნეულის სოფელ წერეთლის სკოლას.

P.S. (სხვა დარღვევებთან ერთად ხაზს ვუსვამთ კიდევ ერთხელ)", – აღნიშნულია ინფორმაციაში. 

Comments
Loading...