აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების კანონპროექტის ხელმოწერის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა ოფიციალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, პრეზიდენტმა ტრამპმა კანონს ხელი ეროვნული ერთიანობის შენარჩუნების მიზნით მოაწერა.
"პრეზიდენტმა ხელი მოაწერა შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეების სანქციების საშუალებით დასჯისა და მათთვის წინააღმდეგობის გაწევის შესახებ დადგენილებას. ეს არის მკაცრი გზავნილი, რომ ჩვენ არ შევეგუებით რუსეთის მიერ ჩვენს დემოკრატიულ პროცესებში ჩარევას.
კანონი შესწორებული იყო, მაგრამ კონგრესმა პრეზიდენტობის ძალაუფლების ხელყოფა მოახდინა. პრეზიდენტმა კანონს ხელი ეროვნული ერთიანობის შენარჩუნების მიზნით მოაწერა. ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებდით, რომ ამ სამი ქვეყნის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების მომხრე ვართ და ეს არ შეცვლილა", – აცხადებს სანდერსი.