15 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის და შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, თ.კ-ს როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას, აირის ვაზნა (ჯამში, 200 ც.) და ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა (71.13 გრამი) აღმოაჩინეს.
საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.