- Advertisement -

სასამართლოს გადაწყვეტილებით “დელტას” ყოფილი ხელმძღვანელი თანამდებობაზე აღადგინეს

523

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქალაქო სასამართლომ უჩა ძოძუაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა, რომელიც თავდაცვის მინისტრის 18.05.2016 წლის #1666 ბრძანების ბათილად ცნობას და სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის „დელტას“ გენერალური დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე აღდგენას ითხოვდა.

"საქართველოს თავდაცვის სამინისტრო პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას და მისი აღსრულების მიზნით ბათილად სცნო თავდაცვის მინისტრის 18.05.2016 წლის #1666 ბრძანება, რის საფუძველზეც უჩა ძოძუაშვილი 2017 წლის 22 მარტს დაუბრუნდა მის მიერ 18.05.2016 წლამდე დაკავებულ თანამდებობას",-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დელტას ხელმძღვანელი თანამდებობიდან 2016 წლის მაისში გადააყენეს. თანამდებობიდან გადაყენებამდე თავდაცვის სამინისტროს გენინსპექცია კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას სწავლობდა. 

Comments
Loading...