- Advertisement -

საფრანგეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა

564

პარიზში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ! პარიზში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით არსებული ვითარების გათვალისწინებით საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ვაცნობებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე +33 7 83 31 86 89", -ნათქვამი გავრცელებულ განცხადებაში. 

მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულია ერთი პოლიციელი და დაიჭრა რამდენიმე გამვლელი. პარიზის ცენტრში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

Comments
Loading...