- Advertisement -

საქართველომ საგადასახადო საკითხებზე საერთაშორისო კონვენციას ხელი მოაწერა

502

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთში, ქ. პარიზში გამართული ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კვირეულის დროს, მინისტერიალის საბჭოს შეხვედრების ფარგლებში, 67 ქვეყნის წარმომადგენელმა ხელი მოეწერა „დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის აღკვეთის მიზნით საგადასახადო შეთანხმებებთან დაკავშირებული ღონისძიების დანერგვის შესახებ“ მრავალმხრივ კონვენციას.

საქართველოს მთავრობის სახელით მრავალმხრივ კონვენციას ხელი მოაწერა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა.

მრავალმხრივი კონვენცია შემუშავდა 2013 წელს „დიდი ოცეულის“ მიერ ინიცირებული დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის აღკვეთის შესახებ (BEPS) პროექტის ფარგლებში, რომლის ძირითადი მიზანია, საერთაშორისო საგადასახადო სფეროში არსებული აგრესიული საგადასახადო დაგეგმარების აღმოფხვრა.

მრავალმხრივი ინსტრუმენტი ითვალისწინებს BEPS-ის პროექტის ფარგლებში შემუშავებული მექანიზმების, საუკეთესო პრაქტიკის და მინიმალური სტანდარტების დანერგვას არსებულ საგადასახადო შეთანხმებებში ცვლილებების შეტანის მეშვეობით.

Comments
Loading...