- Advertisement -

საქართველოსა და ლატვიას შორის თანამშრომლობის რამდენიმე დოკუმენტს მოეწერა ხელი

587

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის და ლატვიის პრეზიდენტის რაიმონდს ვეიონისის გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტის სასახლეში საქართველოსა და ლატვიას შორის რამდენიმე შეთანხმებას, მემორანდუმს და ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და ლატვიის რესპიბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა რიჰარდს კოზლოვსკიმ ხელი მოაწერეს დოკუმენტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და ლატვიის ინვესტიციებისა და განვითარების სააგენტოს შორის ხელი მოაწერეს საქართველოს მეწარმოების განვითარების საააგენტოს დირექტორმა ანა კვარაცხელიამ და ლატვიის ინვესტიციებისა და განვითარების სააგენტოს დირექტორმა ვალტერს ჯეკაბსონსმა.

გაფორმდა ასევე ურთიერთგაგების მემომრანდუმი საქართველოს ICT ბიზნეს საბჭოსა და ლატვიის IT კლასტერს შორის. საქართველოს საკაბელო ტელევიზიის კავშირსა და ლატვიის სატელეკომუნიკაციო ასოციაციას შორის კი ერთობლივი საქმიანობის თაობაზე ხელშკერულებას მოეწერა ხელი. 

Comments
Loading...