- Advertisement -

საქართველოს აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი ეწვევა

411

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 31 ივლისს და 1 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტი შედგება.

“ეს ვიზიტი გახლავთ საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის კიდევ ერთი ძალიან დიდი დადასტურება.

ის, რომ ჩვენ ძალიან მოკლე დროში ძალიან მჭიდრო ურთიერთობები დავამყარეთ ახალ ადმინისტრაციასთან, უმნიშვნელოვანესია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა მთვრობის დღევანდელ სხდომაზე.

Comments
Loading...