- Advertisement -

“საქართველოს ევროპული გზა”-ს კონფერენციის ფარგლებში უნგრეთთან 4 შეთანხმებას მოეწერა ხელი

14

ბათუმში მიმდინარე მე-10 საერთაშორისო კონფერენციაზე “საქართველოს ევროპული გზა” უგრეთის სახელმწიფოსთან 4 მემორანდუმი გაფრომდა. ხელმოწერის ცერემონია სპეციალურად განთავსებულ ბანერზე შემდეგი თანმიმდევრობით შედგა:

1. საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი საქართველოს საგარეო მინისტრმა დავით ზალკალიანმა და უნგრეთის ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრიმა პიტერ სიარტომ მოაწერეს.

2. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის უნგრული ენისა და კულტურის სწავლების შესახებ შეთანხმებას ხელი უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და უნგრეთის ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრიმა პიტერ სიარტომ მოაწერეს.

3. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და უნგრეთის საელჩოს შორის სოფლის მეურნეობის განვითარების დახმარების მიზნით შეთანხმებას ხელი საპატრიარქოს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დეკონოზმა ნიკოლოზ გვარლიანმა და უნგრეთის ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრიმა პიტერ სიარტომ მოაწერეს.

4. საქართველოს საპარტნიორო ფონდსა და უნგრეთის ექსპორტ-ინპორტ ბანკს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი საქართველოს მხრიდან საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და ექსპორტ-ინპორტ ბანკის წარმომადგენელმა რობერტ გრილოვმა მოაწერეს.

მე-10 საერთაშორისო კონფერენცია “საქართველოს ევროპული გზა” ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლით გრძელდება. ევროპისა და საქართველოს უმაღლესი რანგის პოლიტიკოსების შეხვედრებს ბათმში 3 დღის განმავლობაში გამართავენ

Comments
Loading...