- Advertisement -

საქართველოს ელჩი:ამ დროის მონაცემებით, პარიზში, დაშავებულთა შორის ჩვენი მოქალაქეები არ არიან

505

საფრანგეთში, საქართველოს ელჩის, ეკა სირაძე დელონეს განცხადებით, ამ დროისთვის საელჩოს ხელთ არსებული მონაცემებით, პარიზში, ელისეს მინდვრებზე მომხდარი თავდასხმის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან.

როგორც ელჩმა "აიპრესს" განუცხადა, ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია პოლიციელი, დაშავებულთა შორის კი კიდევ ერთი პოლიციელია, რომლის მდგომარეობაც მძიმეა.

ადგილობრივი დროით 21:00 საათზე, პარიზის ცენტრში თავდასხმა მოხდა პოლიციელებზე. თaვდასხმის შედეგად გარდაიცვალა ერთი პოლიციელი, ერთიც მძიმე მდგომარეობაშია.

ფრანგული სააგენტოების ცნობით, თავდასხმაზე პასუხისიმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გაავრცელა განცხადება და საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა რომ საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე +33 7 83 31 86 89"

Comments
Loading...