- Advertisement -

საქართველოს ელჩმა სინგაპურის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

118

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი ასაშვილმა (რეზიდენციით ქ. ჯაკარტა) რწმუნებათა სიგელები გადასცა სინგაპურის რესპუბლიკის პრეზიდენტს ჰალიმა იაკობს.

ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა პრეზიდენტის და საქართველოს ელჩის ორმხრივი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა განიხილეს საქართველო-სინგაპურის თანამშრომლობის პერსპექტივები. პრეზიდენტმა ელჩს სინგაპურში წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.

სინგაპურში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ასაშვილმა, ასევე შეხვედრა გამართა სინგაპურის რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე სპიკერთან ჩარლზ ჩონგთან. შეხვედრის ფარგლებში, განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების საკითხი.
 

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამნისტრო ავრცელებს.

Comments
Loading...