"ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 515,89 ჰექტარი ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია დაფინანსდა. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება.
პროგრამა,,ქართული ჩაი" ერთიანდება „ერთიან აგროპროექტში“ , ის მოიცავს ასევე პროექტებს:
• შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი
• გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი
• აგროდაზღვევა
• დანერგე მომავალი
► პლანტაციების რეაბილიტაციისათვის თანადაფინანსება იქნება: კერძო საკუთრებაში არსებული პლანტაციების შემთხვევაში:
• იურიდიული პირებისათვის (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა) – სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 60%
• სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 80%;
► სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული (იჯარით გაცემული) პლანტაციების შემთხვევაში:
∙ იურიდიული პირებისათვის (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა) – სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 70%
∙ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 90% ;
► სასოფლო სამეურნეო კოოპერატივები დამატებით უსასყიდლოდ მიიღებენ ჩაის პირველადი დამუშავებისთვის საწარმოო მანქანა-დანადგარებს, მოწყობილობებსა და ინვენტარს.