- Advertisement -

საქართველოს მოქალაქე, რომელსაც 22 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, უკრაინაში მოკლეს

17

2 ოქტომბერს, კიევის ოლქის სოფელ ხოტიანოვკაში პოლიციამ ესროლა და მოკლა თავდამსხმელი, რომელმაც 10 დღის წინ, კიევის ობოლონსკის ოლქში, სპეცრაზმელებს ესროლა და KORD- ის ორი თანამშრომელი დაჭრა. სააგენტო Lb.ua-ს ცნობით, ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიციის პრესცენტრი იუწყება.

მათი ცნობით,  მოკლული საქართველოს მოქალაქეა.

მას სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ბანდების შექმნის, ადამიანების გატაცებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისთვის 22 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

სამართალდამცველებმა ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში თავდამსხმელს ჩაბარება შესთავაზეს, მაგრამ მან ცეცხლსასროლი იარაღით სროლა დაიწყო, რასაც სამართალდამცველების მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა. თავდასხმელი ლიკვიდირებულია. თავდამსხმელმა ასევე ორი სპეცრაზმელი დაჭრა, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც დახმარება აღმოუჩინეს.

 

Comments
Loading...