- Advertisement -

საქართველოს ოკუპაციის დამარცხების სიმბოლო – ბერლინის კედლის ნაწილები გადმოეცა

624

ქართულ-გერმანული მეგობრობის წლის ფარგლებში საქართველოს ბერლინის კედლის ორი ფრაგმენტი გადმოეცა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროდან იუწყებიან, ერთ-ერთი ფრაგმენტი გერმანიაში საქართველოს ელჩის, ლადო ჭანტურიას, მშობლიურ ქალაქს ჯვარს გადაეცა სიმბოლურად, რომელიც აფხაზეთის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს.

„ბერლინის კედელი სამი ათწლეულის მანძილზე წარმოადგენდა თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის, ცივი ომისა და გერმანიის საოკუპაციო ზონებად დაყოფის სიმბოლოს. ბერლინის კედლის დანგრევამ წარმოშვა იმედი იმისა, რომ ხელოვნურად აღმართული არც ერთი საოკუპაციო კედელი, რომელიც ადამიანებს აშორებს ერთმანეთს, არ დარჩება მუდმივად. ამიტომ ბერლინის კედელმა თავისუფლების სიმბოლოს ფუნქცია შეიძინა, ხოლო მისმა ნაწილებმა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის დედაქალაქში დაიდეს ბინა. ბერლინის კედელი იქნება იმ იმედის განსახიერება, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საოკუპაციო კედლებს დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერიათ,“ – განაცხადა საქართველოს ელჩმა გერმანიაში, ლადო ჭანტურიამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით მიმდინარეობს ბერლინის კედლის ფრაგმენტების საქართველოში ტრანსპორტირების პროცესი.

Comments
Loading...