- Advertisement -

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე გლოვის დღესთან დაკავშირებით დროშა დაუშვეს

372

''ქვეყანა ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში", 24 ნოემბერს მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულებს გლოვობს.

საქართველოს პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.''

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტის სასახლის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს.

შეგახსენებთ, რომ 27 ნოემბერი, საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ბათუმში გაჩენილ ხანძარს საქართველოს 10 და ირანის რესპუბლიკის 1 მოქალაქე ემსხვერპლა, ჰოსპიტალიზაცია დაჭირდა 21 ადამიანს.

Comments
Loading...