- Advertisement -

საქართველოს პრეზიდენტი ბორჯომის ხეობაში ჩავიდა

373

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბორჯომის ხეობაში ჩავიდა და ადგილზე ეცნობა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს,- ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გიორგი მარგველაშვილს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და საგანგებო შტაბის წევრებმა მიაწოდეს. 

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის ხეობაში, ტყის მასივში ხანძრის ლოკალიზების პროცესში, ამ დროისთვის, 6 ვერტმფრენი და 1 თვბითმფრინავი, 400-მდე მეხანძრე-მაშველი, 100-ზე მეტი ტყის მცველი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი და ათეულობით მძიმე ტექნიკაა ჩართული, რომელთა მობილიზებაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან განხორციელდა.

Comments
Loading...