დღეს, 12:00 საათზე, გიორგი მარგველაშვილი ზაზა ფაჩულიას ღირსების ორდენს გადასცემს.
ღირსების ორდენი ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე პირებს გადაეცემათ. ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელიც NBA-ის ჩემპიონი გახდა.
დღესვე, 20:00 საათზე სპორტის სასახლეში NBA-ის ლარი ობრაიენის სახელობის თასის პრეზენტაცია გაიმართება.
კვირის ბოლოს კი ფაჩულია უკვე ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება და ევრობასკეტ 2017-ისთვის მოემზადება, რომელიც 31 აგვისტოს იწყება.