- Advertisement -

საქართველოს პრეზიდენტი ირანში მიიწვიეს

476

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის დოქტორ ჰასან როუჰანის ინაუგურაციას დაესწრო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თენგიზ ფხალაძემ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ირანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკური დირექტორატის მოადგილე დოქტორ ჰამიდ აბუთალიბისთან გამართა შეხვედრა.

ირანელ კოლეგას თენგიზ ფხალაძემ საქართველოს პრეზიდენტის მილოცვა გადასცა და ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მიმართულებით არსებული აქტუალური საკითხები განიხილა.

"განსახილველ საკითხებს შორის იყო ტერორიზმი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და საქართველო – ირანის თანამშრომლობის პერსპექტივები და

ირანულმა მხარემ საქართველოს პრეზიდენტი ირანში ვიზიტით მიიწვია",- აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

Comments
Loading...