- Advertisement -

საქართველოს პროკურატურა: პოლონეთს სააკაშვილთან დაკავშირებით ნამდვილად მივმართეთ

381

როგორც საქართველოს პროკურატურაში ''აიპრესს'' განუცხადეს, მათ ნამდვილად მიმართეს პოლონეთის მხარეს მას შემდეგ, რაც სააკაშვილი იქ ჩავიდა. უწყებაში აცხადებენ, რომ მიმართვები იყო კომპლექსური ხასიათის და უფრო კონკრეტულ განმარტებებს მოგვიანებით გააკეთებენ.

საქართველომ პოლონეთისგან ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. აღნიშნულის შესახებ ვარშავის ოლქის პროკურატურის პრესმდივანმა ლუკაშ ლაპინსკიმ განაცხადა.

"ორშაბათს პროკურატურაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან, სააკაშვილის ადგილმდებარეობის მოთხოვნის შესახებ დოკუმენტი შემოვიდა", – აღნიშნავს ლაპინსკი.

შეგახსენებთ, რომ ივლისის ბოლოს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა. აღნიშნულის შესახებ შესაბამისი ოფიციალური განცხადება უკრაინის მიგრაციის სახელმწიფო სამსახურმა გამოაქვეყნა.

Comments
Loading...