- Advertisement -

საქართველოს რკინიგზა: ოთარაშენთან სატვირთო მანქანა სამგზავრო მატარებელს შეეჯახა

548

ნიქოზიდან გორის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო მატარებელს, ორთაშენთან სატვირთო ავტომობილი დაეჯახა,-ამის შესახებ აიპრესს საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურში განუცხადეს.  

"გრაფიკის შესაბამისად მოძრაობდა უსაფრთოდ, სატვირთო მანქანის მძოლმა ვერ შეძლო მანქანის დამორჩილება და გვერდიდან შეეჯახა მატარებელს. საბედნიეროდ არც ერთი მგზავრის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია, მემანქანეც არ დაშავებულა, მხოლოდ სატვირთო მანქანის მძღოლმა მიიღო მსუბუქი დაზიანებები. 

დანარჩენი მატარებლები მოძრაობენ გრაფიკის შესაბამისად. რაც შეეხება ამ მატარებლის მგზავრებს, მათ ვერაფერით წავიყვანდით იქიდან, იმიტომ რომ ერთ ლიანდაგიანი ხაზია და მატარებელი დაიმტვრა, დაზიანდა, ვერაფერს შევთავაზებდით მათ",-განაცხადა დაჩი ცაგურიამ. 

Comments
Loading...