- Advertisement -

“საქართველოს რკინიგზა”: სარკინიგზო ხიდის დემონტაჟი ხის გადატანასთან დაკავშირებული არაა

598

"საქართველოს რკინიგზაში" ბობოყვათთან სარკინიგზო ხიდის დემონტაჟთან დაკავშირებით განმარტავენ, რომ მის ნაცვლად ახალი ხიდია აშენებული, რომელიც უკვე ექსპკუატაციაშია შესული. როგორც "აიპრესს" საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ხიდის დემონტაჟს არანაირი კავშირი არ აქვს ხის გადატანასთან. 

აქ იყო ძველ ხიდი, ძველი ხიდის დემონტაჟი მიმდინარეობს, იმიტომ რომ უკვე ახალი ხიდი არის აშენებული და ექსპლუატაციაში გაშვებულია ახალი ხიდი. ძველი ხიდი უკვე სამ წელზე მეტია აღარ გამოიყენება. 

დღეს რომ ცუდი ამინდია ესეც ხის ბრალია მემგონი, არასერიოზულია ძალიან. ხესთან არაფერ კავშირში არაა",-განაცხადა დაჩი ცაგურიამ. 

მისივე განმარტებით, აქამდე ხიდის დემონტაჟი იმიტომ არ მომხდარა, რომ ტენდერი ორჯერ ჩაიშალა. 

"მესამედ გაიმარჯვა კომპანიამ და ახლა ამ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახდენს ამ ხიდის დემონტაჟს",-განმარტავს ცაგურია.  

მისივე თქმით, კომპანიამ ტენდერში დაახლოებით რამოდენიმე თვის უკან გაიმარჯვა. 

ინფორმაცია, რომ სარკინიგზო ხიდის დემონტაჟი ხის გადატანასთან არის დაკავშირებული სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ფოტო აღებულია სოციალური ქსელიდან. 

Comments
Loading...