- Advertisement -

საქართველოს რკინიგზა ხანძრის შედეგად განადგურებულ 2 ჰექტარ ტყის საფარს აღადგენს

416

საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები მესამე დღეა აქტიურ მონაწილეობას იღებენ ბორჯომისა და ატენის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

საქართველოს რკინიგზამ მიიღო გადაწყვეტილება ხანძრის შედეგად განადგურებული ტყის საფარის აღსადგენად თავის სანერგე მეურნეობაში არსებული რესურსები მოახმაროს 2 ჰექტარი ფართობის ტყის აღდგენას.

ასევე რკინიზამ დაიწყო მუშაობა შესაბამისი ჯგუფების ფორმირებისთვის, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ტყის აღდგენით სამუშაოებში.

Comments
Loading...