- Advertisement -

საქართველოს რკინიგზა “Lean Six Sigma” მეთოდოლოგიის დანერგვის ფარგლებში ღონისძიებას მართავს

557

ხვალ, 19 მაისს, 12:00 საათზე, სასტუმრო Holiday Inn-ის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს რკინიგზა “Lean Six Sigma” მეთოდოლოგიის დანერგვის ფარგლებში პროექტების განმახორციელებელი საინჟინრო პერსონალისათვის სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონიალს მართავს.

როგორც საქართველოს რკინიგზაში განმარტავენ, “Lean Six Sigma” მეთოდოლოგია წარმოადგენს წარმოების მართვის კონცეფციას, რომლის ძირითადი არსია საწარმოო პროცესების შემდგომ, გამოსავალი პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესება, დეფექტების მინიმიზაცია და სტანდარტიდან გადახრების შემცირება. მისი მიზანია ისეთი პროცესების შექმნა, სადაც უზრუნველყოფილი იქნება დანაკარგების მინიმიზაცია და ეკონომიკური ეფექტი.

Comments
Loading...