საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს და გმობს 24 ივლისს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში დაჯგუფება „თალიბანის“ მიერ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს, რომელსაც ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა,-ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
"საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოებისა და ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მთავრობის ძალისხმევას მიმართულს ქვეყანაში ძალადობრივი ექსტრემიზმის აღმოფხვრისა და უსაფრთხოების განმტკიცებისკენ და იმედოვნებს, რომ ავღანელი ხალხი შეძლებს გამოწვევების დაძლევას სტაბილური და მშვიდობიანი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე.
საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტრო გულითადად უსამძიმრებს ავღანეთის მთავრობასა და ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას",-აღნიშნულია განცხადებაში.