- Advertisement -

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გახდა

384

საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურა დაამტკიცა კენჭისყრის შედეგით, 96 მომხრე 5 წინააღმდეგი.

ნინო ლომჯარიას კანდიდატურას მხარს უჭერდა მმართველი გუნდი.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ლომჯარია 2017 წლის 8 დეკემბრიდან შეუდგება უფლებამოსილების შესრულებას.

რაც შეეხება ომბუდსმენობის მეორე კანდიდატს გიორგი ფოფხაძეს, მან კენჭისყრის შედეგებით, 20 დეპუტატის მხარაჭერა მიიღო, 27 კი, მის კანდიდატურის წინააღმდეგი აღმოჩნდა.

ნინო ლომჯარია 2005 წლიდან მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. იყო ამ ორგანიზაციის საარჩევნო პროექტების ხელმძღვანელი. ავტორია ათზე მეტი ანგარიშისა საარჩევნო, ანტიკორუფციული, კონსტიტუციური სამართლის საკითხებზე. იყო არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასულებელი დირექტორი. ასევე, 2017 წელს სახელმწიფო აუდიტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ეწურება.

Comments
Loading...