- Advertisement -

საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის ნაშთი 2 764.0 მილიონ ლარს შეადგენს

395

სახელმწიფო საშინაო ვალის ნაშთი 2017 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენს 2 764.0 მილიონ ლარს, აქედან 2 278.1 მილიონი ლარი წარმოადგენს ნაშთს სახაზინო ვალდებულებების და ობლიგაციების ნაწილში, ხოლო 485.8 მილიონი ლარი – "სახელმწიფო ობლიგაციები სებ-სთვის და ღია ბაზრის ოპერაციებისათვის" ნაწილში.

როგორც 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, დოკუმენტი ითვალისწინებს საშინაო ვალდებულებების მოსალოდნელ კლებას 1 250,000 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების ძირითადი თანხის დაფარვას – 1,215,000 ათასი ლარის ოდენობით და სახელმწიფო ობლიგაციების ძირითადი თანხის დაფარვას (სებ-ის მიმართ ვალი) – 35,000 ათასი ლარის ოდენობით.

2018 წლის განმავლობაში სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვება განხორციელდება იმ მოცულობით, რომელიც სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველად ბაზარზე არსებული განაკვეთების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს ბიუჯეტში შემოსულ და დაფარულ ძირითად თანხებს შორის სხვაობას არაუმეტეს 400,000 ათასი ლარის ოდენობით.

Comments
Loading...