- Advertisement -

საქართველოს, უკრაინას, აზერბაიჯანსა და ყაზახეთს შორის E-TIR დერეფანი ამოქმედდება

429

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი, საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის კავშირის (IRU) გენერალურ მდივანს, უმბერტო დე პრეტოს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მხარეებმა TIR პროცედურების კომპიუტერიზაციის დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შემოსავლების სამსახურის უფროსმა გამოთქვა სრული მზადყოფნა ქართული მხარის რეგიონულ პილოტურ პროექტში ჩართვასთან დაკავშირებით. პროექტი საქართველოს, უკრაინას, აზერბაიჯანსა და ყაზახეთს შორის, TIR ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლას შეეხება. პროექტის თანახმად, აღნიშნულ ქვეყნებში ე.წ. e-TIR დერეფნის შეიქმნება და შესაბამისად, TIR წიგნაკებს ელექტრონული სერვისები ჩაანაცვლებს, რაც აღნიშნუულ ქვეყნებს შორის, გაამარტივებს და დაჩქარებს ტვირთების მიმოსვლის პროცედურებს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის TIR სამდივნო აქტიურად უჭერს მხარს TIR წიგნაკების ეტაპობრივად, ელექტრონული ბარათებით ჩანაცვლებას. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, საქართველო, თურქეთის რესპუბლიკასთან ერთად, ჩაერთო პილოტურ პროექტში, რომელიც უახლოეს მომავალში საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“ ამოქმედდება.

Comments
Loading...