- Advertisement -

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ხანძრისგან გამოწვეული ზიანის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 500,000 ლარს გამოყოფს

396

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ხანძრისგან გამოწვეული ზიანის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 500,000 ლარს გამოყოფს, – ამის შესახებ ინფორმაციას ''ევექსი'' ავრცელებს.

''დღეს მთელი ქვეყანა შეძრულია იმ სტიქიით, რაც საქართველოს ტყის მასივებში ხდება. ჩვენ ყველანი ერთად ვუყურებთ მეხანძრეებისა დამაშველების გმირულ შემართებასა და თავდაუზოგავ ბრძოლას სტიქიასთან.

ჩვენ გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით სწრაფად მოხდება ეკოლოგიური ზიანის აღდგენა.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიები: „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“, ფარმაცევტული კომპანიები „ჯპს“, „ფარმადეპო“ და სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ საქართველოში ხანძრისგან გამოწვეული ზიანის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 500,000 ლარს გამოყოფს. '' – ნათქვამია ''ევექსის'' განცხადებაში.

Comments
Loading...