საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი ახალგაზრდები სოციალურ ქსელში 2008 წლის აგვისტოს ომიდან 9 წლის თავზე ვიდეომიმართავს ავრცელებენ, სადაც მსოფლიო ლიდერებს მიმართავენ.
"ჩვენ ამას არ შევეგუებით! რუსეთი ოკუპანტია! STOP RUSSIA! – ლეილა აკბეროვა, რასან ზიადალიევი, ალი მამედოვი, რავილ მამედოვი, რაბილ ისლმაილოვი, საბინა ბაბაზადე, ქამრან ამჯანოღლუ, გულერ იბრაგიმოვა, ელვირ გასანოღლუ, ლიამან მამედოვა, ჯეიხუნ მუჰამედალი, ეს იმ ახალგაზრდების ჩამონათვალია, რომლებიც რუსეთის ფედერაციას საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შეჩერებისკენ მოუწოდებენ.
ვიდეომიმართვის ავტორი ჟურნალისტი ჯეიხუნ მუჰამედალი.