- Advertisement -

საქართველოში შესაძლოა მინი სტრასბურგის სასამართლო მოდელი შეიქმნას

467

 

შესაძლოა  საკონსტიტუციო სასამართლოს  საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების გადასინჯვის უფლება მიენიჭოს. 

როგორც ჟურნალისტებთან სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე განმარტვას, ეს იქნება მინის სტრასბურგის მოდელი, რაც შეამცირებს ევროსასამართლოში საქართველოდან სარჩელების რაოდენობას. 

"მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოსთვის უფლებამოსილების მინიჭება, გადასინჯოს და დაადგინოს კონსტიტუციურობა საერთო სასამართლოების მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების. ვფიქრობ, ძალიან კარგი ცვლილება იქნება. თუმცა, კომისიის ზოგიერთ წევრს მიაჩნია, რომ ეს გააჩენს საჭიროებას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა გაიზარდოს. 

ეს შეიძლება იყოს მინი სტრასბურის, ადგილობრივი სტრასბურგის მოდელი, რაც ქვეყანას დაეხმარება შეამციროს სარჩელების რაოდენობა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში".  

Comments
Loading...