- Advertisement -

“საქართველო ოკუპირებულია რუსეთის მიერ!” – აქცია ნიუ-იორკში გაერო-ს შენობასთან (ფოტორეპორტაჟი)

534

 

RUSSIAN OCCUPATION of GEORGIA – ამ გზავნილით აშშ-ში მცხოვრებმა ქართველებმა, ნიუ-იორკში, მანჰეტენზე გაეროს წარმომადგენლობასთან რუსეთის საოკუპაციო ქმედება გააპროტესტეს და პატივი მიაგეს 2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს.

ცნობისთის, ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, რუსული ინტერვენციის შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი და 3 ჟურნალისტი დაიღუპა, ხოლო დაიჭრა 1 747. დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო მოსამსახურე, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია, თუმცა კანონის გათვალისწინებით, ვინაიდან ორი წლის განმავლობაში ვერ აღმოაჩინეს ვერც ცხედარი, არც რაიმე მინიშნება მათი სიცოცხლის შესახებ, მათ გარდაცვლილის სტატუსი მიენიჭათ. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე.

Comments
Loading...