- Advertisement -

“საქნახშირი” ტყიბულში მომხდარ ტრაგედიაზე: ადგილი ჰქონდა სამთო დარტყმას, შახტაში ჭერი ჩამოიშალა

338

მინდელის სახელობის შახტადან რამდენიმე წუთის წინ სამაშველო ჯგუფებმა ექვსივე გარდაცვლილის ცხედარი ამოასვენეს და ქუთაისში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

ამ დრომდე შახტასთან რჩებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ნათესავები

როგორც "საქნახშირ ჯი აი ჯი"-ს ტექნიკური უსაფრთხოების სამსახურის დირექტორი დავით რობაქიძე აცხადებ, შახტაში უსაფრთხოების ნორმები დაცულია. მისი ინფორმაციით ადგილი ჰქონდა სამთო დარტყმას, რის შედეგადაც შახტაში ჭერი ჩამოიშალა. ამ დროისთვის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

შეგახსენებთ, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში ჭერის ჩამოშლას 6 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი ადამიანი.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, წინასწარი ინფორმაციით, ე.წ. "სამთო დარტყმა" მოხდა.

Comments
Loading...