- Advertisement -

“საქნახშირი” შახტაში მომხდარზე: გამოძიების დასრულებამდე ამ თემით სპეკულირება არ უნდა მოხდეს

581

კომპანია "საქნახშირი“ მაღაროში დაღუპულთა ოჯახებს სამძმარს უცხადებს და განმარტავს, რომ მიუხედავად კომპანის ძალისხმევისა ,ზედმიწევნით შესრულდეს შრომის უსაფრთხოების ნორმები, ტრაგედიის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა.

"კომპანია "საქნახშირი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარსა და თანადგომას უცხადებს უბედური შემთხვევის გამო დაღუპული მეშახტეების ოჯახებს.

მიუხედავად კომპანის ძალისხმევისა ,ზედმიწევნით შესრულდეს შრომის უსაფრთხოების ნორმები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამწუხაროდ ტრაგედიის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა.

შექმნილია მოკვლევის ჯგუფი, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები, რომელიც დაადგენს ამ ტრაგიკული შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს. კომპანიას მიაჩნია , რომ, გამოძიების დასრულებამდე და ტრაგედიის გამომწვევი რეალური მიზეზების დადგენამდე არ უნდა მოხდეს ამ თემით სპეკულირება .

თავის მხრივ, ,,საქნახშირი“ სრულ მზად ყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ხელი შეუწყოს პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას.კიდევ ერთხელ ,გულწრფელად გამოვხატავთ თანაგრძნობას ამ მძიმე ადამიანური ტრაგედიის გამო . კომპანია გვერდით უდგას დაღუპული მეშახტეების ოჯახებს და მათ ახლობლებს",-აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში. 

Comments
Loading...