- Advertisement -

საყვარელიძე: “ოცნებისთვის” სახელის გატეხვის შერბილების მხრივ უკეთესია თუ ხელმეორედ შეიტანს ამ კანონს და გაიტანს

12

მისი თქმით, იქამდე კი მან უნდა გამონახოს მაჟორიტარებთან საერთო ენის გამონახვა, მაგალითად პროპორციულ სიაში ადგილი შესთავაზოს.
_ივანიშვილის სიტყვის გატეხვა კონსტრუქციული დიალოგისთვისაც ხომ არ იქნება ხელის შემშლელი, რადგან თუ კიდევ მისცემს ივანიშვილი დაპირებას ოპოზიციას, ან ხალხს, ძნელია მას დაუჯერონ, რადგან უკვე მერამდენედ გატეხა სიტყვა “ქართულმა ოცნებამ”?
_ მე მაინც მგონია, რომ სახელგატეხილობის შერბილების თუ გამოსწორების თვალსაზრისით უკეთესი იქნება თუ ქართული ოცნება ხელმეორედ შეიტანს ამ კანონს, რითიც დაამტკიცებს, რომ მართლაც ვერ მოერია მაჟორიტარებს, თორემ თავის განზრახვისთვის და სიტყვისთვის არ უღალატია. იქამდე კი მან უნდა მოახერხოს მაჟორიტარებთან საერთო ენა, რაც არ უნდა იყოს დიდი პრობლემა. მაგალითად, შესთავაზოს მაჟორიტარებს პროპორციულ სიაში ადგილები და მათი პროტესტის მუხტი აქტიურად შემცირდება.
ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი
The post საყვარელიძე: “ოცნებისთვის” სახელის გატეხვის შერბილების მხრივ უკეთესია თუ ხელმეორედ შეიტანს ამ კანონს და გაიტანს appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...