- Advertisement -

საყვარელიძე: პოლიტიკური კრიზისი არაა, მაგრამ დაძაბული და ივანიშვილისთვის არახელსაყრელი ვითარებაა

28

როგორც პოლიტოლოგმა „აიპრესს“ უთხრა, ივანიშვილისთვის ნამდვილად არახელსაყრელი ვითარებაა, რადგან როცა ყველა ერთ ადამიანზე ცუდს ამბობს, მერე ეს საზოგადოებასაც გადაედება ხოლმე. ამასთან რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ეს გავლენას ახდენს დასავლელ პარტნიორების განწყობებზეც, რადგან ისინი ხედავენ, რომ ყველა ერთის წინააღმდეგაა.
„ამ სიტყვის გაგებით პოლიტიკური კრიზისი არის ხოლმე მაშინ, როდესაც ქვეყანა ვერ იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს პარლამენტში ხმების უქონლობის გამო და ა. შ. ასეთი მდგომარეობა არ გვაქვს. პოლიტიკურად დაძაბული ვითარება რა თქმა უნდა, რაც ქართველებს აღარ გვიკვირს“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია პროცესების განვითარება, მაშინ ბიძინა ივანიშვილმა თავისი თუ თავისი გუნდის გადაწყვეტილების შემდეგ მრავალგზის გაერთიანებული და დაშლილი პოლიტიკური ძალები ისევ ერთად შეკრიბა და ოპოზიცია ისევ ქუჩაში გავიდა? – რასაც პოლიტოლოგი ასე პასუხობს:
„გეთანხმებით, რომ ივანიშვილისთვის ხელსაყრელი მომენტი ახლა ნამდვილად არ არის. იმდენად არა პოლიტიკური პარტიების ერთობის გამო, რამდენადაც იმის გამო, რომ როცა ყველა ერთ ადამიანზე იძახის ცუდს, მერე მთელი საზოგადოება ამ დაძახილს უფრო აყვება. თუ ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა ვინმეს, მერე მის მიმართ კრიტიკულად განეწყობიან ხოლმე. ასე, რომ ბევრი პარტიის კრიტიკული განწყობა ივანიშვილისთვის უფრო იმით არის არასასურველი, რომ მის მიმართ მოსახლეობის კრიტიკულობას გაზრდის წინასაარჩევნოდ.
პარტიების ასეთი ერთობა მათი მხარდამჭერების მობილიზების თვალსაზრისით დიდ შედეგს არ მისცემს მათ, იმიტომ, რომ მაინცდამაინც დიდი მხარდაჭერა არ აქვთ, მაგრამ როდესაც მათი დამოკიდებულება სხვებს გადაედება, ამ მხრივ არის ეს მოვლენა უსიამოვნო.
მეორე მხარე კი ის არის, რომ ეს დამოკიდებულება უდადო ახდენს  გავლენას პარტნიორებზე, რომლებიც ნაკლებად ითვლიან იმას, რამდენი კაცი დგას პარტიების უკან. მაგრამ, ის რომ პოლიტიკური სპექტრი ერთ მხარეს არის, ხოლო მმართველი პარტია მეორე მხარეს, ეს მათ დესტაბილიზაციის პირობად მიაჩნიათ. ამ თვალსაზრისით – უცხოელების დამოკიდებულების თვალსაზრისით ასეთი დაყოფა ყველა ერთის წინააღმდეგ რა თქმა უნდა არასასურველია“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი
The post საყვარელიძე: პოლიტიკური კრიზისი არაა, მაგრამ დაძაბული და ივანიშვილისთვის არახელსაყრელი ვითარებაა appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...