- Advertisement -

საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა

625

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტების გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ მუშაობა დაასრულა.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, კომისიამ ბოლო სხდომა გამართა, რომელზეც შემაჯამებელი ოქმი ერთხმად იქნა მიღებული. აღინიშნა, რომ ოქმი ზედმიწევნით ასახვს კომისიის მიერ გაწეულ საქმიანობას და მასში ასახულია საყოველთაო-სახალხო განხილვების დროს მოსახლეობის მიერ შეხვედრებზე გამოთქმული მოსაზრებები. ოქმს ასევე თან ერთვის წერილობითი დანართი, რომელშიც განხილვების ერთთვიან პერიოდში სხვადასხვა ორგანიზაციის, საინიციატივო ჯგუფის და ფიზიკური პირის წინადადებებია მოცემული.

საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემაჯამებელი ოქმი პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე აიტვირთება.

Comments
Loading...