- Advertisement -

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწაზე უკანონო მშენებლობა 20 000 ლარით დაჯარიმდება

588

უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრება იგეგმება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და კახა კალაძემ შეხვედრა გამართეს.

კალაძის თქმით, კომპანია, რომელიც მშენებლობის ნებართვის შეჩერების მიუხედავად აგრძელებს საქმიანობას, 50 000 ლარით დაჯარიმდება.

„მაგალითად მიმდინარეობდა მშენებლობა და დარღვევების გამო ჰქონდათ შეჩერებული მშენებლობა, მიუხედავად შეჩერებისა, ინვესტორი, კონკრეტული კომპანია აგრძელებს მუშაობას, ის დაჯარიმდება 50 000 ლარით“, – აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, მისი თქმით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე უკანონო მშენებლობა გამოიწვევს 25 000 ლარიან ჯარიმას, კერძო საკუთრების შემთხვევაში კი, 20 000 ლარი იქნება.

Comments
Loading...