- Advertisement -

სეზონზე თბილისი-ბათუმის მატარებლის ბილეთების ფასები შეიცვლება -“ფასდაკლება მოიხსნება”

632

თბილისი-ბათუმის მატარებლის ბილეთის ფასები ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით იცვლება. როგორც "საქართველოს რკინიგზაში" განმარტავენ, წელიწადის არასეზონურ პერიოდზე ფასდაკლება მოქმედებდა, ზაფხულის სეზონისთვის კი ფასი ისევ ბრუნდება. თუმცა, რკინიგზის პრესსამსახურში ბილეთის ზუსტ ფასს ამ დროისთვის არ აკონკრეტებენ. 

"სეზონთან დაკავშირებით ვემზადებით, ჩვენ გვაქვს 2012 წლის შემდეგ, როცა რკინიგზის მართვაში ახალი მენეჯმენტი შევედით იქ დაგვხვდა ბილეთების ფასები, რომელიც იყო უცვლელი. შემდეგ ჩვენ გავაკეთეთ ფასდაკლება არასეზონურ პერიოდზე და იმ ფასებს, რომელიც მანამ იყო უცვლელი მთელი წლის განმავლობაში, დავაკელით ფასი, გავაიაფეთ ბილეთის საფასური. ეს ფასები გავავრცელეთ მხოლოდ არასეზონურ პერიოდზე, სეზონურ პერიოდზე მანამ არსებული ფასები უცვლელი დავტოვეთ",-აცხადებენ "საქართველოს რკინიგზაში"

რკინიგზის პრესსამხურში განმარტავენ, რომ ზაფხულის განმავლობაში პირველ კლასზე ბილეთის ფასი 45 ლარი იყო , მეორე კლასზე 25 ლარი.

-ეს ფასები შევამცირეთ არასეზონურ პერიოდზე და ზაფხულის სეზონზე ჩვენ ვაბრუნებთ ფასს, რომელიც მანამდე იყო უცვლელი.

ჩვენ ახალი მატარებლებიც შევიძინეთ მოგეხსენებათ, ეს მატარებლები მთელი წელი რომ ეს ფასი ღირდა აღარ არის და არის გაცილებით მაღალი ხარისხის, ევროპული სტანდარტის მატარებლები და ახლა ვემზადებით ახალი სეზონისთვის. ამ თემაზე და დანარჩენ სხვა მომსახურებაზე დამატებით კიდევ გავაკეთებთ განცხადებას. 

ზაფხულის სეზონზე კვლავ 45 და 25 ლარი იქნება ბილეთის ფასი? 

ესე იყო, თუმცა, რა და როგორ იქნება ზუსტად ვერ გეტყვით ახლა ამას, ამის შესახებ დამატებით ვემზადებით.

შესაძლოა უფრო ძვირიც იყოს?

ვერ გეტყვით, მოგვიანებით გავაკეთებთ განცხადებას. 

თუმცა, სეზონზე ფასი იზრდება…

არა ეს გაზრდილი ფასი არ არის, მთელი წლის განმალობაში ბილეთის ფასი რაც იყო უცვლელი, ჩვენ ეს ფასი სეზონზე შევამცირეთ და ვაბრუნებთ ძველ ფასს. ეს არის თავის ფასი და არასეზონურ პერიოდზე გავაკეთეთ ფასდაკლება. მომხმარებელისთვის ფასი მთელი წლის განმავლობაში იყო ამდენი და ჩვენ გავაიაფეთ სეზონზე. ახლა ბრუნდება ისევ ძველი ფასი. სეზონურ პერიოდზე ფასდაკლებას არასოდეს უმოქმედია. 

Comments
Loading...