- Advertisement -

სემეკის გადაწყვეტილებით, გაზის ტრანსპორტირების ტარიფი, საშუალოდ, 0,5 თეთრით გაიზარდა

545

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ, სემეკის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოში გაზის ტრანსპორტირების ტარიფი საშუალოდ 5 თეთრით გაიზრდება.

აქამდე მოქმედი ტარიფი გაზის ტრანსპორტირებაზე იყო 1 კუბურ მეტრზე – 1. 383 თეთრი, ხოლო დღეს კომისიამ დაადგინა, რომ ერთიანი ტარიფი 1 კუბურ მეტრზე – 1.884 თეთრი იქნება.

სემეკის თავმჯდომარე აცხადებს, რომ გაზის ტრანსპორტირების ტარიფს სამომხმარებლო ტარიფზე გავლენა ექნება. თუმცა, საბოლოოდ რა ტარიფი დადგინდება დანარჩენი კომპონენტების განხილვის შემდეგ გახდება ცნობილი.

Comments
Loading...