- Advertisement -

“სენტას” ბენზინგასამართ სადგურზე, რომელმაც „გალფი“ ჩაანაცვლა, საწვავი ძველი სადგურის ფასებთან შედარებით, იაფია

598

თბილისში „სენტას“ ბრენდის კიდევ ერთი ახალი ბენზინგასამართი სადგური გაიხსნა.

დიდუბის ავტოსადგურთან არსებული „გალფის“ ობიექტის ადგილას, მომხმარებელს უკვე კომპანია „სენტას“ ხარისხიანი და უფრო იაფი საწვავს შეძენა შეეძლებათ. ამ ადგილას მდებარე „გალფის“ სადგურის ფასები ამჟამად არსებულის ფასებს დაახლოებით 20-30 თეთრით აჭარბებდა. „სენტა პეტროლიუმი მომხმარებელს მაღალი ხარისხის საწვავს მისაღებ, სხვა ბრენდირებულ ბენზოგასამართ სადგურებთან შედარებით დაბალ ფასში სთავაზობს.

„სენტას“ ავტოგასამართი სადგურის გახსნა „გალფის“ ნაცვლად კომპანიის ხანგრძლივი შრომის შედეგია და პროცესი შეუქცევადად გაგრძელდება.
კომპანია „სენტა პეტროლიუმ ჯორჯია“ აგრძელებს სამართლებრივ დავას წართმეული ბიზნესისა და ქონების დასაბრუნებლად.

შპს „სენტა პეტროლიუმი“ და შპს „ბემონი“ წარმოადგენდნენ ერთი ბიზნესჯგუფის კომპანიებს. მათი საქმიანობის საგანი გახლდათ ნავთობროდუქტების იმპორტი, საბითუმო და საცალო ვაჭრობა. ნავთობპროდუქტების ბაზარზე მოთამაშე კომპანიებს შორის, საკმაოდ წარმატებულ ბიზნესჯგუფი სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების მოცულობის მიხედვით, არაერთხელ ყოფილან ლიდერები. „სენტა პეტროლიუმ ჯორჯიამ“ მოახერხა ნავთობპროდუქტების ბაზარზე ხელხლა დამკვიდრება და მომხმარებლისთვის საუკეთესო პირობების შეთავაზება.

 

Comments
Loading...