- Advertisement -

სერგეენკო:საყოველთაო ჯანდაცვა მაღალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის დიფერენცირებული გახდება

624

 

საყოველთაო ჯანდაცვა მაღალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის დიფერენცირებული გახდება – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროექტში ცვლილებებთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიას ჯანდაცვის სამინისტრო შემდეგი კვირიდან დაიწყებს. 

"სიების ანალიზმა გვაჩვენა, რომ შემოსავლის მიხედვით პირველი კატეგორია რომელთაც 40 ათას ლარზე მეტი ჰქონდა წელიწადში შემოსავალი, ისინი ოფიციალურად იხდიან მოგების გადასახადს, ასეთია 32 ათასი ადამიანი. მათგან 20 ათასი სარგებლობდა კერძო დაზღვევით, ხოლო 10 ათასს ჰქონდა მცდელობა ესარგებლა საყველთაოთი. თუმცა, მათ აქვთ ამის მატერიალური შესაძლებლობა და საყოველთაო ჯანდაცვის პოლისშიც ასე წერია. შესაბამიად, პირველი დიფერენცირება იქნება მაღალშემოსავლიან მოქალაქეებზე.

რაც შეეხება დანარჩენ დიფერენცირებას და ახალი კომპონენტების გაჩენას მოწყვლადი ნაწილისთვის, როგორიცაა ამბულატორიული მედიკამენტის, ამ კვირის განმავლობაში გვექნება ძალიან დეტალური საინფორმაციო კამპანია და პირადად გავაცნობ საზოგადოებას ყველა ამ დეტალს", – განაცხადა დავით სერეენკომ.

Comments
Loading...