- Advertisement -

სერგეენკო: არასამთავრობოემა, სანამ ნეპოტიზმზე დაიწყებენ საუბარს, უბრალოდ დეტალებში ჩაიხედონ

406

ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჟურნალისტებთან "საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს" კვლევას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 2012 წლიდან ჯანდაცვის სამინისტროში თანამშრომელთა რაოდენობა მართლაც გაიზარდა, თუმცა მინისტრი ამის მიზეზებს განმარტავს.

"თანამშრომელთა რაოდენობა მართლაც გაიზარდა. პირველ რიგში 2012 წლამდე არსებობდა დასაქმების სამინისტრო, რომელიც გაუქმდა და რამდენიმე თანამშრომელი გადმოვიდა სოციალური მომსახურების სააგენტოში მათ შორის, სადაც შეიქმნა დასამების ხელშეწყობის დეპარტამენტი.

მეორე მიმართულება საყოვეთაო ჯადაცვა, რომელიც 2013 წელს დაიწყო და არამარტო ნახევარი იქამდე დაზღვეული მოსახლეობის მომსახურება უზრუნველყო, არამედ მეორე ნახევრისიც, რომელსაც კერძო სადაზღვეოები ახორციელებდნენ, ამასაც დასჭირდა 25 თანამშრომელი. როცა ასეულობით ჭირდებოდა იქამდე.

და მესამე შედარებით ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი – სოციალური მუშაკები, რომელთა რაოდენობაც რამოდენიმეთი გაიზარდა, ჯამში ეს არის 240-247, რომლებსაც იქამდე კონტრაქტში ეწერათ შტატგარეშე თანამშრომლები.

სანამ ნეპოტიზმს ან რაიმე შეფასებას გააკეთებენ არასამთავრობები, უბრალოდ რომ ჩაიხედონ დეტალებში ძალიან მარივად გასცემენ თავის დასმულ კითხვებს პასუხებს", – განაცხადა სერგეენკომ.

ცნობისთვის, "საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს" კვლევის მიხედვით ბოლო 5 წლის განმავლობაში, კონკრეტული სამინისტროების, ადგილობრივი თვითმმართველობების და ავტონომიური რესპუბლიკების დაქვემდებარებაში, საჯარო სამართლის იურიდიული პირების რაოდენობა და სახელფასო ფონდი საგრძნობლად გაიზარდა.

Comments
Loading...