- Advertisement -

სერგეენკო: დღეს გადაწყდება მოხდება თუ არა მაჩალიკაშვილის მკურნალობის გაგრძელება სხვა ქვეყანაში

314

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი მოინახულა. სერგეენკოს თქმით, დღეს გადაწყდება მოხდება თუ არა დაჭრილის უცხოეთში გადაყვანა.

"ასეთ შემთხვევებში სამინისტროს მოვალეობაა რომ ჩართული იყოს პროცესში, რადგან პოტენციურად ასეთი სიმძიმის პაციენტის მართვა მოითხოვს სხვადასხვა უწყებებს და ქვეყნებს შორის კოორდინაციას. დღეს ჩატარდა მორიგი კონსილიუმი. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და მთელი აქცენტი ახლა რეანიმაციულ მოვლაზეა, რომ პოტენციური გართულებები თავიდან იყოს აცილებული. დღეს კიდევ ერთი კონსილიუმი იქნება, რომელშიც რეანიმატოლოგები მიიღებენ მონაწილეობას და სადაც უკვე საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ მკურნალობა გაგრძელდება ადგილზე თუ პაციენტს გადავიყვანთ სხვა კლინიკაში, მათ შორის, სხვა ქვეყანაში",- განაცხადა სერგეენკომ.

თბილისსა და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას სულ 5 პირი დააკავეს, რომელთან ტერირიზმის მხარდაჭერას ედავებიან. მათ შორი ერთი მათგანი თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციის დროს დაიჭრა და ის ახლა მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
 

Comments
Loading...