- Advertisement -

სერგეენკო: ვაქცინაზე აუდიტის გავრცელებული ინფორმაციის არცერთი პუნქტი არ შეესაბამება სიმართლეს

312

ასე უპასუხა, შრომის, ჯანმრთლეობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკომ, სახელმწიფო აუდიოტის გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა 2016-2017 წლებში, იმუნიზაციის პროგრამაზე საფრთხის შემცველი 29 222 დოზა ვაქცინა გაიხარჯა.

"გავრცელებული ინფრმაცია, რომელიც რამდენიმე პუნქტისგან შედგებოდა, არ შეესაბამება სიმართლეს. რაც ნიშანდობლივია მისი არცერთი პუნქტი არ შეესაბამება სიმართლეს.

1 რომ ეს ვაქცინა ვრცელდებოდა მთლიანად იმუნიზაციის პროგრამაზე, მათ შორის ბავშვების ვაქცინებზე, არა! არავითარ შემთხვევაში, მსჯელობა იყო მხოლოდ კონკრეტულ ჯგუფზე – ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაზე.

2. გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამ ვაქცინას არ ჰქონდა ბაზარზე დაშვების უფლება, არ იყო რეგისტრირებული და არალეგალური იყო და მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილებით მოხდა შემოტანა, ესეც არ შეესაბამება სიმართლეს. ეს იყო რეგისტრირებული 2015 წელს და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული პრეპარატი.

3. ის, რომ ეს ვაქცინა პოტენციურად საფრთხეს უქმნიდა ადამიანების ჯანმრთელობას, ესეც არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვეულებრივად, ვაქცინის ან სხვა მედიკამენტის რეგისტრაციაში არის რამდენიმე დონე, საკუთრის რეგისტრაცია და ამაზე უფრო მაღალი დონეა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული პრეკვალიფიკაცია, რომელიც არის ხარისხის უფრო მაღალი თამასა.

ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა ვაქცინა თუ კი არსებობს მსოფლიო ბაზარზე, იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციი მიერ პრეკვალიფიცირებული, თუმცა ყოველთვის ეს არ ხერხდება. მაგრამ, თუ პრეკვალიფიკაციას მოხსნის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ეს არ ნიშნავს რომ ვაქცინა წარმოადგენს საფრთხეს. თუმცა, შარშან 11 თებერვალს, როგორც კი მოგვივიდა ეს შეტყობინება, ჩვენი მოქმედების ალგორითმი იყო ასეთი, ცოფის ვაქცინაზე ვსაუბრობ და არა გეგმიურზე(მას საერთოდ არც კი უნდა შევეხოთ, მაღალი კლასის ვაქცინებია), საერთოდ უნდა შეგვეწყვიტა ვაქცინაცია, სანამ ახალს არ შემოვიტანდით, რაც თვენახევარში მოხდებოდა და ამ თვენახევრის განმავლობაში უბრალოდ დავკარგავდით ადამიანებს – ცოფით გარდაიცვლებოდა რამდენიმე.

ჩვენ ვიზრუნეთ ჩანაცვლებაზე და 20 მარტიდან ახალი ვაქცინით გავაგრძელეთ. თუმცა, იმ პერიოდში და მანამდელ პერიოდშიც, იმ ვაქცინას გართულება არ ქონია", – განაცხადა დავით სერგეენკომ საგანგებო ბრიფინგზე. 

Comments
Loading...