- Advertisement -

სერგეენკო: თუ საჭირო გახდება, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდება, მათ საფრთხე არ შეექმნებათ!

402

სულ მალე თურქული ვერტმფრენები აჭარის ტერიტორიაზე დაშვებას გააკეთებენ საწვავის შესავსებად. ადგილზე მუშაობს ერთი ქართული და ორი აზერბაიჯანული ვერტმფრენი" – განაცხადა სტიქიის ზონაში მყოფმა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ.

მისი თქმით, ყველაზე პრიოროტეტული მოსახლეობის უსაფრთხოებაა და არავინ აპირებს იმ რისკზე წასვლას, რომ მოსახლეობას რამე საფრთხე შეუქმნას.

"არსებობს მზადყოფნა და სამოქმედო გეგმა, რომ საჭიროების შემთხვევაში მოხდეს სრული პრევენცია და მოსახლეობის გაყვანა, თუმცა ამ ეტაპზე ცალსახად ამის საშიშროება არ არსებობს და არავინ აპირებს იმის რისკზე წასვლას, რომ მოსახლეობას საფრთხე შეუქმნას, თუ საჭირო გახდა, რა თქმა უნდა, ევაკუაცია განხორციელდება" – განაცხადა დავით სერგეენკომ.

Comments
Loading...