- Advertisement -

სერგეენკო: კოშმარშიც არ მინდა წარმოვიდგინო ქირურგი, მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ საოპერაციოში

137

“კოშმარულ სიზმარშიც არ მინდა წარმოვიდგინო მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქირურგი საოპერაციოში, მასწავლებელი ან ავიადისპეჩერი”- განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეფასებისას, რომელიც მარიხუანას დეკრიმინიალიზაციას ეხებოდა.
"ჩემდა გასაოცრად საკონსტიტუციო სასამართლოს აღმოაჩნდა უფრო მაღალი ექსპერტიზა ამ დარგის, ვიდრე ამ დარგის ექსპერტებს საკუთრივ, რომლებსაც დღესაც არ აქვთ შეჯერებული პოზიცია და მიმდინარეობს მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ასე ვთქვაათ დისკუსია. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება რაც მიიღო. მე არ მაქვს უფლება რომ დავიწყო კრიტიკა. თუმცა ჩემი პოზიცია არის ის, რომ კოშმარულ სიზმარშიც არ მინდა წარმოვიდგინო მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქირურგი საოპერაციოში, მასწავლებელი ან ავიადისპეჩერი,“-განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციომ მარიხუანას მოხმარებისთვის კანონით არსებული ყველა სასჯელი გააუქმა

Comments
Loading...